“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდარულმა უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა “რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში “ნიუ ორლეანის” წინააღმდეგ ჩაგდებული 29 ქულით კარიერაში 30000 ქულიან ზღვარს გადააბიჯა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვინც ამ ნიშნულს უწია – იტყობინება The Associated Press.
რეკორდი გუშინდელ დღემდე უილტ ჩემბერლენს ეკუთვნოდა, რომელმაც ქულათა ამ ზღვარს 35 წლისა და 179 დღის ასაკში გადააბიჯა.
ლიგის ისტორიაში კობი ბრაიანტის გარდა კიდევ ოთხმა კალათბურთელმა შეძლო 30000 ქულის და მეტის ჩაგდება.
ქარიმ აბდულ ჯაბარი 38387 ქულა
კარლ მელოუნი 36928 ქულა
მაიკლ ჯორდანი 32292 ქულა
უილტ ჩემბერლენი 31419 ქულა
წყარო: http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=46094&lang=1
No comments:
Post a Comment