Monday, January 28, 2013

კვლევა

                             კვლევა

NBA- National Basketball Association ყველა კალათბურთელის ოცნებაა ამ ლიგაში თამაში, იშვიათია ადამიანი რომელიც კალათბურთზე დადიოდეს და არ ოცნებობდეს NBA-ში თუნდაც ერტი მატჩის ჩატარებაზე..  NBA არის ყველაზე პოპულარული ლიგა მთელს მსოფლიოში იმისდამიუხედავად რომ ევროპაშიც საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატები ტარდება.. ის აერთიანებს ყველა ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეს, რომელსაც  Draft-ის საშუალებით ირჩევენ და საერთო ჯამში ძალიან ლამაზი სანახაობა იქმნება მათი თამაშით. 5 წელი დავდიოდი კალათბურთზე და რამოდენიმე გუნდში მომიწია თამაში და ჩემს გარშემო გარემოცვა ანუ თანაგუნდელები, რომლებთან ერთადაც თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი, ერთი დღე ისე არ გასულა რომ არ გველაპარაკოს ამ მართლაცდა საუკეთესო ლიგაზე და ჩვენი ოცნებები ყოველთვის ემთხვეოდა ერთმანეთს და ყველას ოცნება ის იყო რო ოდესმე ვითამაშებდით იმ ლეგენდარული კალათბურთელების გვერდით, როგორებიც არიან: ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი, კობი ბრაიანტი და ასე შემდეგ. პირადად ჩემი ოცნებაა რომ თუ თამაში ვერ მოვახერხე NBA-ში თუნდაც ერთ თამაშს მაინც დავესწრო და მეც გავხდე იმ ლამაზი სანახაობის მხილველი რომლის მომსწრეც ბევრი ამერიკელი და ზოგადად კალათბურთის მოყვარული ხდება..